ახალგაზრდა ბარძაყშია დაჭრილი. ექიმის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრის ფაქტზე პოლიციაში შეტყობინება არ შესულა. სამართალდამცველებმა გამოძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც შეამჩნიეს ავტომობილი, რომელსაც ნატყვიარი ემჩნეოდა, ახალგაზრდა მამაკაცი კი ბათუმის ერთერთ კლინიკაში აღმოაჩინეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო ტარებას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.