გამოძიებით დადგინდა, რომ ი.რ.-მ მიმდინარე წლის 2 მარტს ქობულეთში მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი გაძარცვა, საიდანაც ტექნიკა და სხვადასხვა სახის ნივთი გაიტაცა. სამართალდამცველებმა ის მომხდარიდან მეორე დღეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაძარცვი ნივთების ნაწილი ამოღებულია.
შსს-ს ცნობით, ასევე ქობულეთის რაიონში ორი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტზე პოლიციამ 1992 წელს დაბადებული დ.ტ. დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა თებერვალში, ქობულეთის რაიონის სოფელ ლეღვაში მდებარე ორი საცხოვრებელი სახლიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა. შსს-ს ცნობით, ამ შემთხვევაშიც სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება ძარცვისა და ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს.