weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები დაწესდება

13:49 კვირა, 10 მარტი 2019
ფოტო © მამუკა ჭიკაძე / სასკოლო ექსკურსიის ავარია, 2018 წელი ფოტო © მამუკა ჭიკაძე / სასკოლო ექსკურსიის ავარია, 2018 წელი

ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს. კოდექსის 66-ე მუხლი არეგულირებს ბავშვის უსაფრთხოების დაცვას არა მხოლოდ ჯგუფური ტრანსპორტირების (ექსკურსიების) დროს, არამედ ნებისმიერ საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობისას.

კოდექსის მიხედვით, სკოლა ვალდებული იქნება ბავშვს და მის კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების და მხარეთა უფლება-მოვალეობების შესახებ. ექსკურსიის ადგილი, დრო და ხანგრძლივობა უნდა ეცნობოს პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურებს.

სკოლას ექნება ვალდებულება, საექსკურსიო ტრანსპორტი ხელშეკრულებით დაიქირავოს. გარდა ამისა, ექსკურსიის ხელმძღვანელი ვალდებული იქნება, მოითხოვოს ინფორმაცია მძღოლის პროფესიული გამოცდილების და ტრანსპორტის გამართულობის შესახებ.

იმ პირთა შორის, რომლებიც ექსკურსიის დროს ბავშვების უსაფრთხოებაზე მეთვალყურეობის პასუხისმგებლობას აიღებენ, უნდა იყოს სულ მცირე ერთი სრულწლოვანი პირი, რომელსაც გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი. ეს შეიძლება იყოს სკოლის ექიმი, მანდატური ან მშობელი.

ამ ვალდებულებების დაცვაზე კონტროლს განახორციელებს ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახური, რომელიც კოდექსის მიღების შემდეგ უნდა შეიქმნას. კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა კი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედების თარიღად 2020 წლის პირველი ივნისია განსაზღვრული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]