weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თაკო ჩარკვიანმა მისი პარტიის „კანონი და სამართალი“ წევრები წარადგინა

10:03 ორშაბათი, 11 მარტი 2019

პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა მისი ახალი პარტიის „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელ ყრილობაზე საკუთარი გუნდი წარადგინა. დამფუძნებელი ყრილობა თბილისში, 10 მარტს გაიმართა.

ჩარკვიანმა პარტიის წევრებად ირაკლი ღლონტი, მიშა რამიშვილი, ქეთი ენუქიძე, გიორგი ცობეხია, თამარ პატარაია და მარი საველიძე წარადგინა.

„ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი ქვეყანა ვიღაცამ, ახალგაზრდების ენაზე რომ ვთქვა, მოთაგა, იცით? დაიბევა... რას ვგულისხმობ იცით ამაში? რამდენადაც შესაძლებელი იყო, ჩავიხედეთ და ამოვიღეთ მასალები. მიწებია გაყიდული ისე, რომ მწირი ინვესტიციაც კი არ არის განხორციელებული. ანუ გაუქმებულია საქართველოს მიწა-წყალი.

საქართველოს წინააღმდეგ აბსოლუტურად მიზანმიმართული საბოტაჟური გეგმა მოქმედებს, ეს გახლავთ რუსული კორუფციული მართვის სტილი. შემოგვეპარა? დიახ, მე პირადად შემომეპარა 2012 წელს რუსული კორუფციული მართვის ვასალი, რომელიც ახლა მიზის შუშის სასახლეში და ჩემი სამშობლო უნდა რომ მოთაგოს, დაიბევოს, იყიდოს და ჩვენ ვუყურებთ ახალგაზრდები როგორ რჩებიან უმუშევრები, უქონელნი, გაუნათლებლები. ვიღაცა ჩვენს ბიუჯეტს ჭამს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ მზადაა ითანამშრომლოს გაერთიანებულ ოპოზიციასთან და სხვა პარტიებთან. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს და ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობა მოვიდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]