მორწმუნეებისთვის დიდი მარხვის პირველი შვიდეული მკაცრია. მოძღვრის კურთხევით ეკლესიური ადამიანები შაბათ-კვირის გარდა, უზეთო საკვებს იღებენ. ვისაც ეს არ შუძლია, ამ წესის დაცვას ოთხშაბათსა და პარასკევს ცდილობს.
პირველი ოთხი დღის განმავლობაში ტაძრებში, სხვა მსახურებასთან ერთად, წმინდა ანდრია კრიტელის ლოცვა იკითხება, რომელსაც სინანულის განსაკუთრებული ძალა აქვს. კვირის დღეებში საღმრთო წირვები აღარ ტარდება. ოთხშაბათსა და პარასკევს მხოლოდ პირველშეწირულის წირვა იმართება.
გუშინ, დიდი მარხვის დაწყების წინ, ანუ ყველიერის ბოლო კვირას, შენდობის დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვა აღევლინა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ესწრებოდა.