weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აფხაზეთში ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 24 წელი გავიდა

14:24 კვირა, 02 ივლისი 2017

აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 24 წელი გავიდა. ტამიშის ოპერაციის დროს დაღუპული გმირები თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა „დუშეთის“, „შავნაბადასა“ და „ავაზას“ ბატალიონებმა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება შეძლეს.

ამ ბრძოლაში შავნაბადის ბატალიონის ერთ-ერთ განშტოებას - „პირველი საარმიო კორპუსის დაზვერვის ცალკეულ ბატალიონს“ მაშინ 25 წლის გიორგი თავდგირიძე ხელმძღვანელობდა. როგორც თავდგირიძე რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში იხსენებს, ტამიშის ბრძოლების მნიშვნელოვანი გამარჯვება ქართულმა მხარემ სათავისოდ ვეღარ გამოიყენა. სახელდება ძირითადი მიზეზიც: „მთავარი პრობლემა იყო ის, რომ შეიარაღებული ძალების უკან არ იდგა სახელმწიფო და სახელმწიფო პოლიტიკა - არ ხდებოდა დანაკარგების შევსება. თითქმის ერთწლიანი ბრძოლების შემდეგ, ქვედანაყოფები სისხლისგან იცლებოდა და შევსებას ვერ იღებდნენ. აქედან გამომდინარე, თავდაცვით ბრძოლებში მიღწეული წარმატება ვერ ტრანსფორმირდებოდა გარკვეულ ოპერატიულ წარმატებაში“.

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]