შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარას და ოჯახში ძალადობას.
ნაგლიაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად საინფორმაციო სააგენტო „რეკორდერმა“ გაავრცელა. „რეკორდერის“ ცნობით, ძიუდოისტს მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რომელიც არაერთხელ დაარღვია. მისი დაპატიმრება კი მუქარის შემცველ მესიჯებს მოჰყვა, რომელიც ქალმა პოლიციაში წარადგინა.