„თოკების პარკი წარმოადგენს ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილი იქნება სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე და განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება გარემოს დაცვის პოპულარიზაციის თვალსაზრისით“, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.
მათივე ცნობით, 250 000 ლარიდან 150 000 ლარი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) გრანტია, ხოლო 100 000 ლარი პროექტიდან „კავკასიაში დაცული ტერიტორიების ხელშეწყობის პროგრამა - საქართველო“ გამოიყოფა.
თოკების პარკი სულ მცირე ორი მეტრის სიმაღლეზე ხეებს შორის დაკიდებული თოკების, ბადეების, ბეწვის ხიდებისა და ხის მორების კომბინაციით შექმნილი ატრაქციონების კომპლექსია. ვროპაში ყველაზე გრძელი - 8 კილომეტრი სიგრძის თოკების პარკი ავსტრიაში მდებარეობს (Saalbach Hinterglemm High Rope Park). აქ სხვადასხვა პლატფორმები სულ მცირე სამ და მაქსიმუმ 40 მეტრზეა განთავსებული.