weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მეუფე კალისტრატე ტახტრევანზე - ყველაფერი კანონიკაშია, რატომ ატეხეთ ბღავილი?

20:59 კვირა, 02 ივლისი 2017

„დავარღვიე რამე? ყველაფერი კანონიკაშია. რატომ ატეხა ბღავილი, რატომ მანამდე არ მოხვედით, სანამ ბღავილს ატეხდით? „პოსტი“ არის ცილისმწამებელი, სატანის მსახურები ხართ თქვენ. მე მწვალებლებს, გადაგვარებულებს, უვიცებს პასუხს არ ვაძლევ“, - ასე უპასუხა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტს, რომელმაც მას ბაგრატის ტაძრის საკურთხეველში ექვსსაფეხურიანი მაღალი დასაჯდომის, ტახტრევანის მოწყობასთან დაკავშირებით ჰკითხა.

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, საიდანაც ჩანს, რომ ბაგრატის ტაძრის საკურთხეველში, ექვსსაფეხურიან მაღალ დასაჯდომელზე ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე ზის. მიტროპოლიტის სავარძლის ქვემოთაა განლაგებული ღვთისმშობლისა და მაცხოვრის, ასევე სხვა წმინდანთა ხატები.

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტის, ლაშა დეისაძე-შარვაშიძის განმარტებით, მაღალდასაჯდომელი, რომელიც ამაღლებულია (რამდენიმე საფეხურით, რომელთა რაოდენობა არ არის განსაზღვრული) და ზედ დაბრძანებულია სამღვდელმთავრო ტახტი, მართლმადიდებლური ტაძრის საკურთხევლის ერთ-ერთი განუყოფელი, ატრიბუტული ადგილია.

„მაღალდასჯდომელი სიმბოლურად განასახიერებს ორ წმიდა ადგილს ქრისტეს წმიდათა წმიდა ამსოფლიური ცხოვრებიდან: გოლგოთის მთას (სადაც უფალი ჯვარს აცვეს) და ელეონის მთას (საიდანაც უფალი ზეცად ამაღლდა). მართლმადიდებლური ღმრთისმსახურების ტიპიკონის ცალსახად გაწერილი წეს-განგების თანახმად, საღმრთო ლიტურგიისას (წირვისას), სამოციქულოს კითხვის ჟამს, მღვდელმთავარი აბრძანდება მაღალდასაჯდომელზე, სადაც დაბრძანდება და ამგვარად, დამჯდარ პოზიციაში ისმენს სამოციქულოს. მაღალდასაჯდომელი უნდა იყოს განლაგებული ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში, თუმცა აუცილებელი და სავალდებულოა მისი არსებობა საკათედრო ტაძარში, სადაც ღმრთისმსახურებას მღვდელმთავარი აღავლენს.

რაც შეეხება ბაგრატის საკათედრო ტაძრის მაღალდასაჯდომელს, იგი გახლავთ ტაძრის რეკონსტრუქცია-რესტავრაციამდე აგებული, ანუ ხსენებულმა მაღალდასაჯდომელმა ჩვენამდე მოაღწია ტაძრის აღდგენამდე არსებული სახით და იგი არ არის თანამედროვე ეპოქაში შექმნილი. ბაგრატის საკათედრო ტაძრის მაღალდასაჯდომელი წარმოადგენს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ერთ-ერთ კათედრას, სადაც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ასვლა და დაბრძანება სამოციქულოს კითხვის ჟამს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ლიტურგიკული, სავალდებულო და აუცილებელი წესია. ასევე, შევნიშნავ, რომ თითქმის იგივე სიმაღლის მაღალდასაჯდომელია გელათის მონასტრის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო, ცენტრალური ტაძრის საკურთხეველში, რომელიც ასევე ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ერთ-ერთი კათედრა გახლავთ.

რაც შეეხება, ბაგრატის ტაძრის მაღალდასაჯდომლის მარჯვნივ და მარცხნივ განლაგებული წმინდა ხატებით აპელირებას, ცალსახად ვაცხადებ, რომ მაღალდასაჯდომელსა და ხატებს არავითარი ურთიერთმიმართება არ გააჩნიათ და ისინი არანაირად არ არიან ერთმანეთთან შემხებლობაში“. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]