weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თელავის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს

14:18 პარასკევი, 08 მარტი 2019

თელავის მუნიციალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა თელავის მუნიციალიტეტში რეგისტრირებულ 10 მარჩენალდაკარგულ ქალბატონს ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი მიულოცეს და ყვავილები გადასცეს.

მათ ასევე, ქალთა დღე მიულოცეს ქალაქში გამვლელ და სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულ ქალბატონებს.

ქალთა დღესასწაულებზე თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულადი საჩუქარი გადაეცათ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ:  სოციალურად დაუცველ, მარჩენალდაკარგულ 10 ოჯახს, მრავალშვილიან 61 ოჯახსა და 16 მარტოხელა დედას.

„მინდა ყოველივე საუკეთესო ვუსურვო ქალბატონებს: ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული, წარმატება.  ვფიქრობ,  არა მხოლოდ ერთი რომელიმე დღე უნდა მივუძღვნათ, არამედ უნდა ვიზრუნოთ, რომ ყოველი დღე გაუვულამაზოთ და შევუმსუბუქოთ ჩვენს ქალბატონებს.“ - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.

„გვინდოდა, ეს დღე გაგველამაზებინა ქალბატონებისთვის. ვფიქრობ, რომ ქალის როლი ოჯახის სიმტკიცის შენარჩუნებასა და ქვეყნის განვითარების პროცესში დიდია. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს ვულოცავ 8 მარტს, ვუსურვებ მათ ბედნიერებას, სიხარულს, წარმატებებს როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე პირად ცხოვრებაში“, - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ორკოდაშვილმა.

ქალთა საერთაშორისო დღე მსოფილოს მასშტაბით, ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება. ეს არის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა. 8 მარტი ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ რჩება მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. დღესასწაულის სომბოლოდ კი ყვავილები ითვლება.

[R] თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]