weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი, ის სიხარულიძეა – ადვოკატი

16:48 სამშაბათი, 12 მარტი 2019
ფოტოზე ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები ფოტოზე ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის, ლევან ჩხაიძის განცხადებით, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი ბაგრატიონი არ არის. ადვოკატის თქმით, სანდო წყაროსგან იცის, რომ საპატრიარქომ ჩაატარა დნმ კვლევა, რომლის მიხედვითაც ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში გვარად სიხარულიძეა.

„სანდო წყაროთი ვიცი, რომ საპატრიარქომ ჩაატარა დნმ კვლევა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი. ის არის სიხარულიძე და იბრალებს გვარს. ეს შედეგები არ არის საჯარო და ახლა წავიდნენ და მიჩივლოს. თუ არ არის სიხარულიძე, მომიტანოს დნმ-ის ანალიზის დასკვნა. თვითონ დაადასტუროს, რომ ბაგრატიონია“, – განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

ადვოკატის თქმით, ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკების ოჯახს ლეგიტიმაცია არ გააჩნია და ისინი სასამართლოს გზით ცდილობენ მიიღონ სახელმწიფოსგან აღიარება.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მამა-შვილმა ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკებმა დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, რომელიც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ყოფილი მეუღლეა, სასამართლოში უჩივლეს. მათი მტკიცებით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საქართველოს სამეფო სახლის სახელს უნებართვოდ იყენებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ საქმეზე სხდომა დღეს იმართება. ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკების ინტერესებს ადვოკატი ლევან გორელაშვილი იცავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]