weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ახმეტაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მეხანძრე დაიღუპა

17:26 სამშაბათი, 12 მარტი 2019

ახმეტის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 34 წლის ლევან ოღაძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. შემთხვევა სოფელ ნადუქნარში მოხდა. 

როგორც „რეგინფოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ლევან ოღაძე სასაფლაოზე გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ, მოძრავ სახანძრო მანქანას შეახტა და ჩამოვარდა. არსებული ინფორმაციით, მას ფეხი დაუცურდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]