weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის დედა და მისი ორი შვილი დააკავეს

18:11 სამშაბათი, 12 მარტი 2019

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ფონიჭალაში ორი ადამიანი - 21 და 23 წლის მამაკაცები საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ადვოკატის განცხადებით, პოლიციამ ორი საათით ადრე, სხვა ადგილზე მათი დედაც დააკავა. საქმე ნარკოდანაშაულს ეხება.

ადვოკატის თქმით, სამართალდამცავებმა ავტომობილების ჩხრეკისას სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების 4-5 შეკვრა ამოიღეს, რაზეც დაკავებულები აცხადებენ, რომ მათ არ ეკუთვნით.

„დაკავებულია სამი ადამიანი - ორი ძმა და მათი დედა. მათი დაკავება დაახლოებით ორი საათის შუალედში მოხდა. დედა უკვე დროებითი დაკავების იზოლატორშია. გავესაუბრე ერთ-ერთ დაკავებულს, რომელმაც მითხრა, რომ ამოღებული ნივთიერება მისი არ არის. საიდან და ვინ მოიტანა არ იცის. ჩხრეკა ორ ავტომობილში ჩატარდა. უშულოდ მე, როგორც ადვოკატი, ამოღებას არ შევსწრებივარ. ერთ ავტომანქანაში ჩხრეკა უკვე დასრულებული იყო. „მერსედერსის“ მარკის ავტომობილიდან ამოიღეს 4-5 შეკვრა, ე.წ. წონაკი. ინფორმაცია იყო ნარკოტიკების რეალიზაციაზე, რაც ამ ეტაპზე არ დასტურდება. ალბათ საქმე მოხმარების მუხლით გადაკვალიფიცირდება“, – განაცხადა ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ დაკავება ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა. შსს-ში არ აკონკრეტებენ რომელი მუხლით მოხდა სამი ადამიანი დაკავება, თუმცა ადასტურებენ, რომ საქმე დარკოდანაშაულს ეხება. სამინისტრო დამატებითი ინფორმაციის გავრცელებას მოგვიანებით აპირებს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]