21 წლის ამირან ბორჩაშვილი საქართველოდან სირიაში 2015 წლის აგვისტოში წავიდა, თანასოფლელთან, ასლანბეგ ბორჩაშვილთან ერთად. ორივე ახალგაზრდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.
საქართველოდან თურქეთის გავლით ისინი სირიაში მას შემდეგ გადავიდნენ, რაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით უკვე დაკავებული ჰყავდა სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი.
ამირან და ასლანბეგ ბორჩაშვილები „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდნენ. ასლანბეგ ბორჩაშვილი სირიაში 2016 წლის ივნისში დაიღუპა.
პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 34 პანკისელი ემსხვერპლა.