weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ალეკო ელისაშვილის მოძრაობას კახეთში ნინო გოგოლაშვილი უხელმძღვანელებს

10:43 ოთხშაბათი, 13 მარტი 2019

დღეს, 13 მარტს, 12:00 საათზე, თელავში, თეიმურაზ ბაგრატიონის 24-ში, ალეკო ელისაშვილი „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ კახეთის წარმომადგენლობის პრეზენტაციას გამართავს. „რეგინფოს“ ინფორმაციით, კახეთში ალეკო ელისაშვილის მოძრაობას სამოქალაქო აქტივისტი ნინო გოგოლაშვილი უხელმძღვანელებს. გოგოლაშვილი ამჟამად კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაციაში საქმიანობს.

ალეკო ელისაშვილმა სამოქალაქო მოძრაობა გასული წლის ბოლოს დააფუძნა. დამფუძნებლებს შორის ასევე არიან ლევან იოსელიანი და ვატო სურგულაძე. ელისაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მოძრაობას პოლიტიკური ორგანიზაციის სახე არ აქვს, თუმცა სამომავლოდ მის პარტიად ჩამოყალიბებას არ გამორიცხავს.

მოძრაობა ევროკავშირის დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის მხარდაჭერით სარგებლობს.

სხვადასხვა დროს ალეკო ელისაშვილი მუშაობდა დილის გაზეთის, პირველი არხის, რადიო თავისუფლებისა და ტელეკომპანია „კავკასიის“ ჟურნალისტად; არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარის“ დამფუძნებელი; 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აირჩიეს საბურთალოს დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატად თბილისის საკრებულოში. 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის აპრილამდე ხელმძღვანელობდა შეწყალების საკითხთა სახელმწიფო კომისიას. მონაწილეობდა თბილისის მერის 2017 წლის არჩევნებში და ამომრჩეველთა ხმების 17.46 % (69 705 ხმა) მიიღო, რომლითაც მეორე ადგილზე გავიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]