weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ქობულეთში „ურანის“ გასხვისებას 2 800 000 დოლარად აპირებდნენ, დაკავებულია ორი პირი – სუს

14:22 ოთხშაბათი, 13 მარტი 2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქობულეთში 12 მარტს, გვიან ღამით ჩატარებული სპეცოპერაციისა და ორი პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სუს-ის ცნობით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გოჩა გ. და რომან ქ. დააკავეს, რომელთაც ბრალად ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობა და გასაღება ედებათ.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ბირთვული მასალის „ურანის“ გასხვისებას 2 800 000 აშშ დოლარად აპირებდნენ.

„დაკავებულების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ საგანზე ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად მისი წონაა 40,19 გრამი და შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს „ურან-238“-ს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

გამოძიება ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო აწარმოებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]