სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სახურავზე მყოფი მეორე გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანა. ის სავარაუდოდ შოკურ მდგომარეობაში იყო.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.