weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოქალაქეთა თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ების გაგზავნა შესაძლოა აიკრძალოს

16:47 ოთხშაბათი, 13 მარტი 2019

მოქალაქეებისთვის მათი თანხმობის გარეშე სარეკლამო მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნა შესაძლოა აიკრძალოს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელმა, ოთარ ჩახუნაშვილმა რადიო „პალიტრას“ ეთერში განაცხადა, რომ ამ საკითხზე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებას მიმდინარე წელს წარუდგენენ.

„ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო დონეზე ამ საკითხების დარეგულირება აუცილებელია. ვგეგმავთ, პარლამენტს წარვუდგინოთ საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმადაც, მხოლოდ მოქალაქეთა თანხმობით მოხდება SMS-ების დაგზავნა და მიღება“, – განაცხადა ოთარ ჩახუნაშვილმა.

მისივე თქმით, მოქმედი კანონით, თანხმობის გარეშე მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნა აკრძალული არ არის, თუმცა ორგანიზაციებს მთელი რიგი ვალდებულებები გააჩნიათ, რომელთა შორისაა შეტყობინებაზე უარის თქმის მექანიზმის არსებობა. როგორც ჩახუნაშვილმა აღნიშნა, 2018 წელს ორგანიზაციები ძირითადად ითვალისწინებენ კანონის მოთხოვნებს, თუმცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა შეტყობინებაზე უარის თქმის მექანიზმის ფუნქციონირებაში ხარვეზებიც გამოავლინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]