weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

09:48 ორშაბათი, 03 ივლისი 2017

დღეიდან საქართველოში 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. სულ გამოცდებზე 41 200-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული.

აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და მისამართზე. მან თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. რეგისტრაციის დაწყებიდან ზუსტად ერთ საათში დაიკეტება საგამოცდო ცენტრის შენობა და აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება.

გამოცდები ორ სესიად ჩატარდება.

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ასეთია:

3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;

6-7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;

10-11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;

10-ივლისი (პირველი სესია) 11-ივლისი (მეორე სესია) - რუსული ენა;

10 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;

11 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;

12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია;

13 ივლისი (მეორე სესია) - მათემატიკა;

14 ივლისი (მეორე სესია) - ლიტერატურა;

17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;

18 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;

19 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია;

25 ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება;

26 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა;

26 ივლისი (პირველი სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

27 ივლისი (პირველი სესია) სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.

ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ 2017 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყება.

20 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი: A);

21 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი: A);

24 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - B);

25 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი: B);

26 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - C);

27 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი - C).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]