ექიმების თქმით, სამედიცინო ცენტრში მიყვანისას ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პირი საავადმყოფოში მკურნალობს.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მამუკა ნაცვალაძე ერთ-ერთ „სოკარის“ სადგურზე მუშაობდა და შესვენებაზე იყო გასული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.