weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თემურ აბაზოვის საქმე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა

16:41 ხუთშაბათი, 14 მარტი 2019

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობას ეხება, მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის საქმეც მოხვდა.

ანგარიშის პირველ ნაწილში, სადაც წამებისგან, აგრეთვე სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან პიროვნების დაცვაზეა საუბარი, აღნიშნულია, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მარნეულის მერს დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებდა. აბაზოვის საქმე ნახსენებია ანგარიშის იმ თავშიც, რომელიც პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის თავისუფლებას ეხება.

„მას შემდეგ, რაც ივნისში მარნეულის მაშინდელი მერი თავს დაესხა მოქალაქეს, რომელსაც „41“-სთვის („ქართული ოცნების“ საარჩევნო ნომერი) ბოდიშის მოხდა აიძულა და რომელსაც სახეზე საკუთარი შარდი წაასმევინა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მარნეულის მერთან ერთად გამოძიება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის წევრის, აზერ სულეიმანოვის, მარნეულის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრის, რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ერთ-ერთი ნათესავის წინააღმდეგაც მიმდინარეობდა. მარნეულის მერს ბრალად დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა წარედგინა და დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ელის“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

დოკუმენტში მითითებულია, რომ 2018 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით მარნეულის მერის საქმეზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ 13 დეკემბერს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიება (პატიმრობა) 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოთი შეუცვალა და ხუთთვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა. სასამართლოში აბაზოვის საქმის განხილვა დასრულებული არ არის. ის ბრალს არ აღიარებს. ის ამბობს, რომ პროვოკაციის მსხვერპლია და ცილისწამებისთვის სასამართლოში იჩივლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]