weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლეს

10:26 პარასკევი, 15 მარტი 2019

კასპის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ყარაფილაში რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს. მათი გათავისუფლება გუშინ, 14 მარტს, მას შემდეგ მოხდა, რაც ახალგორის რაიონული სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადეს.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, სოფლების - ყარაფილას და ზადიანთკარის მცხოვრებლები - 1983 წელს დაბადებული ალან მარგიშვილი და 1997 წელს დაბადებული გიორგი ჩიტოშვილი ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანთან 13 მარტს დააკავეს. ორჭოსანი ყარაფილას მოსაზღვრე ოკუპირებული სოფელია.

გათავისუფლების შემდეგ ისინი შიდა ქართლის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. მარგიშვილმა და ჩიტოშვილმა ჟურნალისტებთან არ გააკეთეს კომენტარი, თუ რა ტერიტორიაზე დააკავეს ოკუპანტებმა, სად ჰყავდათ ორი დღის განმავლობაში და რა პირობებში იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი 13 მარტს, გვიან ღამემდე სტუმრად იყვნენ, რის შემდეგაც სახლში აღარ დაბრუნებულან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]