weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქაზიმ გახრამანოვის საქმეზე სამხედრო პოლიციამ 2 პირი დააკავა

10:49 პარასკევი, 15 მარტი 2019

კრწანისის სასწავლო ცენტრში ახალწვეულ ქაზიმ გახრამანოვის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. საქმე ეხება 9 მარტს, მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა შორის მომხდარ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, დაკავებულებს ბრალი უახლოეს საათებში წარედგინებათ, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.

მარნეულში მცხოვრები 19 წლის ქაზიმ გახრამანოვი, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს უკვე 5 თვეა კრწანისის სასწავლო ცენტრში გადის, სხვა ახალწვეულებს ოფიცრის თანდასწრებით, თანხის გამოძალვასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. მას შემდეგ, რაც გახრამანოვმა ამ საკითხზე მედიასთან ისაუბრა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე (გამოძალვა) და 386-ე (ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესის დარღვევა) მუხლებით დაიწყო.

რამდენიმე დღის წინ სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ბაზერაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიების შედეგად ორი სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება იკვეთებოდა. მისი თქმით, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებმა ლ.გ.-მ და ა.მ.-მ, წვევამდელებზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, რამდენიმე წვევამდელისგან მოახერხეს სახელფასო ბარათების მონაცემების მოპოვება, მათი კუთვნილი თანხების დაუფლების მიზნით. ბაზერაშვილის განცხადებით, აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შესაძლოა, დადგეს სამხედრო ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]