„სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს დაკარგულების პოვნა და უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და რეინჯერები.