weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ – სუს

13:10 პარასკევი, 15 მარტი 2019
Daily Mail-ის ფოტო Daily Mail-ის ფოტო

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ტერაქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას ცდილობს.

უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. ფოტოების მიხედვით, მჭიდებზე დატანილია სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულადაც.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

დღეს, 15 მარტს, ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩში ორ მეჩეთზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 40 ადამიანი, 20 კი დაჭრილია.

გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა სავარაუდოდ თავდამსხმელის იარაღის მჭიდების ფოტოები, რომელზეც თეთრად სხვადასხვა სახელებია დატანილი, მათ შორის ქართულ ენაზე წერია „დავით სოსლანი“ და „დავით აღმაშენებლი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]