აღნიშნული პროექტი წარმოადგენს საგანმანათლებლო ღონისძიებების ციკლს წარმატებული სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელიც „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის“ კონსერვაცია-რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით ხორციელდება.
ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება. მას ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი დაესწრებიან.
[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია