weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოფელ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ – დავით ქაცარავა

14:56 პარასკევი, 15 მარტი 2019
ლუდა სალიას ფოტო ლუდა სალიას ფოტო

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირებას ახორციელებს, აცხადებს, რომ რუსი სამხედროები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურვალეთში შევიდნენ.

„ახლა ვიმყოფებით ხურვალეთის საგუშაგოსთან. რუსები შემოვიდნენ ხურვალეთში, პოლიცია ჩვენ არ გვიშვებს შიგნით იმისთვის, რომ გავერკვეთ. ხურვალეთიდან ლუდა სალიამ შეგვატყობინა, რომ რუსები ბაღებში შემოვიდნენ და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დადგნენ“, – განაცხადა დავით ქაცარავამ „ფეისბუქ ლაივის“ დროს.

მისი თქმით, ხურვალეთის საგუშაგოსთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები იმყოფებიან. ქაცარავამ მოქალაქეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ხურვალთში ჩასვლისკენ მოუწოდა.

ხურვალეთში რუსი სამხედროების შესვლის შესახებ ინფორმაცია სოფლის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა, ლუდა სალიამ სოციალურ ქსელშიც გაავრცელა და ფოტოც გამოაქვეყნა. როგორც ის წერს, რუსმა ოკუპანტებმა სოფლის ბოლო დაიკავეს

„მოგვხედეთ, გვიშველეთ! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები დგანან. მოსახლეების ეზოებში“, – წერს ლუდა სალია.

ადგილობრივ ახალი ამბების სააგენტოს Qartli.ge-ს, ხურვალეთის სკოლის პედაგოგმა ზიზი კურმაშვილმა უთხრა, რომ „ხურვალეთში დღეს განსაკუთრებული არაფერი ხდება“ და ინფორმაცია, თითქოს რუსმა სამხედროებმა ხურვალეთი დაიკავეს, სიმართლე არ არის.

„ჩვეულებრივი სიტუაციაა სოფელში, როგორც ყოველთვის. რუსები მოდიან ბინოკლით იყურებიან, ევროკავშირის დამკვირვებლები მოდიან, სიტუაციას აკვრიდებიან, ჟურნალისტები მოდიან, გადაღებებს აწარმოებენ. სხვა განსაკუთრებული არაფერი ხდება“, – ამბობს ზიზი კურმაშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]