weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საჯარო მოსამსახურეებისთვის საზღვარგარეთ სტაჟირების პროგრამა გამოცხადდა

10:48 ორშაბათი, 03 ივლისი 2017

განათლების საერთაშორისო ცენტრი სახელმწიფო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის აცხადებს საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას.

კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მაქსიმუმ 3 თვე. კონკურსის საფუძველზე გაიცემა სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

კონკურსის მსვლელობისას მხედველობაში მიიღება ინფორმაცია კონკურსანტის მიერ მოპოვებული ინსტიტუციური თანადაფინანსების შესახებ. პროგრამა არ ითვალისწინებს  ნებისმიერი არასტანდარტული, მათ შორის: სწავლება-სწავლის არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე, ელექტრონული ფორმის (online), დისტანციური, ინტეგრირებული, ე.წ. „Executive“ პროგრამების დაფინანსებას.

განაცხადის შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის ინგლისურ ენაზე შედგენილის) წარდგენა წარმოებს ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში https://app.iec.gov.ge/ ატვირთვის გზით.

საკონკურსო ვადაა - 2017 წლის  30 ივნისიდან  2017 წლის  20  ივლისის ჩათვლით (თბილისის დროით 19:00 სთ).

საკონკურსო პროცესისა და მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ - http://iec.gov.ge/4306

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]