weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ექვსი დღის წინ გაუჩინარებული გიგი გეგეჭკორი გარდაცვლილი იპოვეს

17:56 პარასკევი, 15 მარტი 2019

25 წლის გიგი გეგეჭკორი, რომელსაც ოჯახი და პოლიცია 9 მარტიდან ეძებდა გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიგი გეგეჭკორის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, დღეს, 15 მარტს, დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლის მიმდებარედ, ტყის მასივში ჩამომხრჩვალი ნახეს.

შსს-ს ცნობით, გიგი გეგეჭკორის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტზე შესული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო.

„შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ გიგი გეგეჭკორი 9 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, გავიდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში მდებარე სახლიდან,  სადაც ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მიღებული შეტყობინებისთანავე პოლიციამ და სამაშველო სამსახურმა მყისიერად დაიწყეს დაკარგული პირის ძებნის სამუშაოებში. 7-დღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, 15 მარტს გიგი გეგეჭკორის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლის მიმდებარედ, ტყის მასივში ჩამომხრჩვალი იპოვეს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]