„ბათუმელები“ ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ დაახლოებით დილის ხუთ საათზე ხე, რომელიც სოფლიდან მძიმე ტექნიკას გამოჰქონდა, სოფელ აჭყვისთავის მისასვლელ გზასთან გაჩერდა.
სოფელში მერის წარმომადგენელმა, გურამ გოგიტიძემ „რეგინფოს“ დაუდასტურა, რომ გზაზე შეფერხებაა. მისი თქმით, გზის გასახსნელად მუშაობენ.