მუნიციპალური განვითარების საკოორდინაციო პლატფორმა მოიაზრება როგორც წევრთა წინაშე არსებული პრობლემებისა და ბარიერების განსახილველი სადისკუსიო კლუბი, სადაც განისაზღვრება შესაბამისი ეროვნული, რეგიონული თუ მუნიციპალური ქმედებების ინიცირება.
მიმდინარე წლის 15 მარტს მუნიციპალური განვითარების საკოორდინაციო პლატფორმის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტების მერები, ეროვნული და ტერიტორიული კოორდინატორები, ენერგოეფექტურობის ცენტრის საქართველოს წარმომადგენლები, ევროკომისიის, სხვა საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წევრები.
[R] თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია