weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ინსპექციამ ორთაჭალაში შეაჩერა იმ კორპუსის მშენებლობა, საიდანაც 3 მუშა გადმოვარდა

19:04 კვირა, 17 მარტი 2019

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა შეაჩერა ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძის N12-ში იმ კორპუსის მშენებლობა, საიდანაც გადმოვარდნის შედეგად ორი მუშა დაიღუპა, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა.

„ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ობიექტზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დეპარტამენტმა შეაჩერა სამშენებლო პროცესი“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მშენებარე ობიექტი გუშინ, 16 მარტს მომხდარი შემთხვევის შემდეგ შეამოწმეს. ინსპექტირების დეპარტამენტის ცნობით, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე დასაქმებული პირები შენობის გარე სარემონტო სამუშაოებს დაკიდული ხარაჩოს მეშვეობით ახორციელებდნენ, რა დროსაც მოწყდა ბაგირი და მასზე მდგომი სამი დასაქმებული სიმაღლიდან ჩამოვარდა.

აღნიშნულ კორპუსს კომპანია „ემ.ჯი ალიანსი“ აშენებს, რომელმაც 2017 წელს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისგან უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით გაფრთხილება მიიღო.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დამსაქმებლებს მოუწოდებს, უზრუნველყონ დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება. როგორც უწყებაში აცხადებენ, შრომის უსაფრთხოების ნორმების თითოეულ დარღვევას, განსაკუთრებით ისეთს, რომელიც ზიანს აყენებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]