weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დედოფლისწყაროში ავარიის შედეგად 23 და 27 წლის მამაკაცები დაიღუპნენ

10:37 ორშაბათი, 18 მარტი 2019

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მომხდარი ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 23 და 27 წლის მამაკაცები დაიღუპნენ, 26 წლის მამაკაცი კი დაშავდა. ორი ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის ინტერვალით არხილოსკალოსა და ზემო ქედში მოხდა.

16 მარტის საღამოს, „ოპელის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფებოდა, სოფელ არხილოსკალოში კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე დაშავებულის საავადმყოფოში გადაყვანა შემთხვევის ადგილზე მისულმა მისმა მეგობარმა, საკუთარი ავტომობილით გადაწყვიტა, თუმცა გზაში, სოფელ ზემო ქედში, „მერსედესის“ მარკის მანქანა ხეს შეეჯახა. ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ავარიის მიზეზი სავარაუდოდ მაღალი სიჩქარით მოძრაობა და სველი გზა გახდა.

გარდაცვლილები და დაშავებული სოფელ ზემო ქედიდან არიან. დაშავებული მგზავრი საავადმყოფოშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]