„ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონსა“ და ჟორდანიას კლინიკას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ჟორდანიას კლინიკა პერმანენტულად გეგმავს ვიზიტებს და კონსულტაციებს უშვილო წყვილებთან, რომლებიც საჭიროებენ ინვიტრო განაყოფიერებას. ეს ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში უშვილო წყვილების ფინანსების დაზოგვას და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების ადგილზე მიღებას.
კახეთი-იონში წყვილი პირველადი ვიზიტის დროს, შეძლებს მიიღოს შემდეგი მომსახურება:
- გინეკოლოგთან კონსულტაცია
- ვაგინალური ექოსკოპია
- სპერმოგრამა
რის შემდეგაც, ჩატარდება სხვა საჭირო კვლევები. შემდგომი დაგეგმილი პროცედურისთვის წყვილი გადამისამართდება ჟორდანიას კლინიკაში.
[R] „სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონის“ ინფორმაცია