weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დღეიდან ნატო-საქართველოს ერთობლივი სამხედრო სწავლება იწყება

11:35 ორშაბათი, 18 მარტი 2019
ფოტო თავდაცვის სამინისტროს არქივიდან ფოტო თავდაცვის სამინისტროს არქივიდან

საქართველოში დღეიდან იწყება და 28 მარტის ჩათვლით გაგრძელდება ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება, რომელშიც 24 ქვეყნის 350-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სწავლება, რომელიც ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაიმართება, მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას.

„ნატო-საქართველოს სწავლება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სწავლებაა და ნატო-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ის პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

მათივე ცნობით, „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ჩატარდება. წინა, 2016 წელს ჩატარებული ერთობლივი სწავლებისგან განსხვავებით, წელს ღონისძიება გაფართოვდა, კერძოდ „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის დროს სწავლებაში 14 ქვეყანა მონაწილეობდა, ხოლო წლევანდელ სწავლებაში 24 ქვეყანა იღებს მონაწილეობას (ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო, შვედეთი).

სწავლებაში ასევე აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები - წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC), გაეროს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტი (DPKO)და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]