weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ტექნო ლუქსის“ საწყობში დაახლოებით 2 მილიონი დოლარის ტექნიკა დაიწვა

14:00 ორშაბათი, 18 მარტი 2019

თბილისში, დიდ დიღომში, ტექნიკის მაღაზია „ტექნო ლუქსის“ საწყობში ხანძირს შედეგად მიღებული ზარალი 2 მილიონ დოლარს აღემატება. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დაჩი დვალიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საწყობში არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა სრულად დაიწვა და ის დაზღვეული არ ჰქონდათ.

საწყობში ხანძარი გუშინ, 17 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე 23 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. დამწვარია დაახლოებით 1 800 კვ.მ.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის დადგენილი არ არის, თუმცა ვერსიებად დაუდევრობა და ელექტრო-სადენების გაუმართაობა განიხილება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

„ტექნო ლუქსის“ საწყობში ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]