weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პაციენტის თქმით, გურჯაანის საავადმყოფოში ექიმი თავს დაესხა

18:10 ორშაბათი, 18 მარტი 2019
ფოტო ხვიჩა სამადაშვილის Facebook გვერდიდან ფოტო ხვიჩა სამადაშვილის Facebook გვერდიდან

„ჯეო ჰოსპიტალსის“ გურჯაანის სამედიცინო ცენტრში პაციენტ ხვიჩა სამადაშვილსა და ექიმ ნუკრი ბაღაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. სამადაშვილი ექიმს მასზე თავდასხმასა და გულგრილობაში ადანაშაულებს, საავადმყოფოში კი აცხადებენ, რომ პაციენტმა პროვოკაცია მოაწყო.

ხვიჩა სამადაშვილის თქმით, დაზიანებული ფეხით საავადმყოფოს პირველად შაბათს, 16 მარტს მიაკითხა, დღეს კი გეგმურ გადახვევაზე იყო დაბარებული. როგორც სამადაშვილი ამბობს, მისი უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ ექთანმა და ექიმმა სახვევის მოხსნა ხსნარის გამოყენების გარეშე დაუპირეს. დაპირისპირების ამსახველი ვიდეო YouTube-ზეც გავრცელდა. ვიდეოში ისმის, რომ პაციენტი ხსნარის დასხმას ითხოვს, ექიმი კი ეუბნება, რომ „ჭუჭყიანზე არ დაასხამს“. ინციდენტის გადაღების გამო, ნუკრი ბაღაშვილმა პაციენტს ინტრიგანი უწოდა და უთხრა, რომ „არაკაცურად იქცეოდა“.

„ექთანმა ფეხზე სახვევი ჩამიჭრა და სტაცა ხელი, რომ აეგლიჯა. ხელი წავავლე, რას აკეთებ, რატომ მაგლეჯ, ჯერ დამისველე ან მე მომეცი და მე ავიძრობ რომ არ მეტკინოს; რომელი საუკუნეა, მშრალზე რომ მაძრობთ-მეთქი. უარის თქმის დროს ამოვიღე ტელეფონი და დავიწყე გადაღება. ექიმმა ტელეფონი გამომტაცა, ჯერ მიყვირა, მეჩხუბა, გაწევ-გამოწევა იყო, მერე კასტილი ავიშვირე. არც მოხვედრია არაფერი, ისე გამოვედი. კარში გამოექანა. სანამ წამოვიდოდი, ეს კაცი კიდევ იწევდა, პაციენტებმა გააჩერეს. ვინმეს რომ არ გაეჩერებინა, შეიძლება მეორე ფეხიც მომეტეხა“, – ამბობს ხვიჩა სამადაშვილი „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ ადმინისტრაცია სამადაშვილს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. საავადმყოფოს მენეჯერის, რუსუდან კუპატაშვილის განმარტებით, ხვიჩა სამადაშვილმა შაბათს ჩატარებული პროცედურების დროსაც არაერთხელ შექმნა კონფლიქტური სიტუაცია.

„იგივე გაიმეორა დღესაც. მითითებებს აძლევდა ექიმს, როგორ უნდა ჩაეტარებინა პროცედურა და ემუქრებოდა, რომ თუ ყველაფერს მისი მითითებით არ გააკეთებდა, უჩივლებდა“, – ამბობს რუსუდან კუპატაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება საავადმყოფოს ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]