weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლში შეხვედრებს გამართავს

10:12 სამშაბათი, 19 მარტი 2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ქვემო ქართლს ეწვევა, რეგიონის მოსახლეობას შეხვდება და ადგილობრივ საწარმოებს ესტუმრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან შეხვედრაა დაგეგმილი.

სალომე ზურაბიშვილი ასევე დაათვალიერებს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სასათბურე მეურნეობას „მზა ჩითილი“, მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ბოლნისში, ასევე ბოლნისის გერმანულ უბანს – კატერენენფელდისა და ეკომიგრანტ ქალთა ყველის გადამამუშავებელ საწარმოს.

ზურაბიშვილი რეგიონულ შეხვედრებს 20 მარტს, გარდაბანში დაასრულებს და ეთნიკურად აზერბაიჯანულ მოსახლეობას სახალხო დღესასწაულს ნოვრუზ-ბაირამს მიულოცავს.

„რეგიონში სალომე ზურაბიშვილის სტუმრობის მიზანი, წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]