weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აპრილიდან მძღოლებს მარიხუანის მოხმარებაზე ნერწყვით შეამოწმებენ

11:02 სამშაბათი, 19 მარტი 2019

პირველი აპრილიდან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მძღოლებს ნარკოტიკების მოხმარებაზე ადგილზევე, ნერწყვის მეშვეობით შეამოწმებენ. გამოცემა „ლიბერალის“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე შეიძინა 10 000 ცალი პორტატული ნარკოტესტერი.

ნერწყვის საშუალებით მარიხუანის, ამფეტამინის ჯგუფის, მეტამფეტამინის (მათ შორის ექსტაზის), კოკაინის და ოპიატების (მორფის, ჰეროინის) მოხმარება დადგინდება. ნერწყვის შეგროვებისთვის 3 წამია საჭირო. რეზულტატი წითელი ფერის ხაზით ასახავს მხოლოდ პოზიტიურ შედეგს. შესაძლებელი იქნება მიღებული შედეგის ამოპრინტერება ინტეგრირებული პრინტერის საშუალებით.

„ლიბერალის“ ცნობით, მარიხუანის შემთხვევაში ტესტი ავლენს ყველა იმ შემთხვევას, როცა ნარკოტიკული საშუალება მიღებულია 8 საათის განმავლობაში. ტესტი ავლენს ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების უმნიშვნელო კვალსაც კი.

საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 30 ნოემბერს მესამე მოსმენით დაამტკიცა შსს-ს მიერ მომზადებული კანონი, რომელიც ძალაში 2019 წლის პირველი აპრილიდან შევა. ახალი კანონით, სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანის კლინიკური ზემოქმედების ქვეშ.

2019 წლის პირველი აპრილიდან ძალაში შევა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა – ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]