weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სასულიერო პირების ჯარიდან გათავისუფლება მიღებული პრაქტიკაა და მხარს ვუჭერთ – საპატრიარქო

12:44 სამშაბათი, 19 მარტი 2019

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებით, სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა, რასაც მხარს უჭერენ. საპატრიარქოს მიაჩნია, რომ ეს პრაქტიკა „ფსევდორელიგიურ“ ორგანიზაციებზე არ უნდა გავრცელდეს.

„უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესებისათვის, რაც რელიგიურობით მანიპულაციას და აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენს“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მათივე თქმით, სახელმწიფოში არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური უნდა იყოს გარანტირებული.

მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ამ განცხადებით ეხმაურება პარლამენტის წევრის, ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, სამხედრო სავალდებულო სამსახურისდან მხოლოდ მართლმადიდებელი სასულიერო პირები გათავისუფლდებიან. პირები, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად, უარს განაცხადებენ მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, ექნებათ კანონიერი უფლება და ვალდებულება, გაიარონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად.

„გაუქმდება ნორმა, რომლითაც პირები, რომლებიც არიან მღვდელმსახურები სარგებლობენ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით. დღეისთვის ამ ნორმასთან მიმართებაში გამოიკვეთა ხარვეზები და პრობლემური საკითხები, რომლებიც დარეგულირებას საჭიროებს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა თავის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]