3 და 4 ივლისს ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში, სანაპირო ზოლზე, ჰაერი +30 +36°-მდე გათბება. დღეს ბათუმში პროგნოზირებულია +33°, ხვალ +36°.
ყველაზე მაღალი ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს შიდა რეგიონებშია მოსალოდნელი. იმერეთსა და სამეგრელოში ჰაერი +35°-დან 41°-მდე გათბება. მთიან რაიონებში პროგნოზირებულია +36, +38°.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, უახლოესი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ჰაერის საშუალო ტეპერატურა +37, +39° იქნება. მთიან რაიონებში მოსალოდნელია +34, +36°, თბილისში კი +37°.
5 ივლისიდან ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +28°-მდე ჩამოვა. მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება. არამდგრადი ამინდი და დაბალი ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 8 ივლისის ჩათვლით შენარჩუნდება.
ცივი ჰაერის მასები აღმოსავლეთ საქართველოზეც იმოქმედებს. კახეთში +38 +40° 5 ივლისს, დღის პირველ ნახევრამდე შენარჩუნდება. 8 ივლისის ჩათვლით კი რეგიონში ჰაერის ტემპერატურა +31°-ს არ გადააჭარბებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ „რეგინფოს“ უთხრა, რომ ივლისის დასაწყისში ყველაზე მაღალი ტემპერატურა +42° დასავლეთ საქართველოში 2005 წელს დაფიქსირდა. აღმოსავლეთ საქართველოში +38° ბოლოს 1991 წელს გარდაბანში დააფიქსირეს.
მსგავს თემაზე:
როგორ მოვიქცეთ სიცხეში - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები