შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაშავებულები ათ წლამდე ბავშვები არიან. ისინი საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.