weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„1+4 პროგრამის“ მოსარგებლე პირებისთვის სტაჟირება გამოცხადდა

14:52 ოთხშაბათი, 20 მარტი 2019
ფოტო © სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფოტო © სახელმწიფო მინისტრის აპარატი

„ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (1+4 პროგრამით) მოსარგებლე პირებისთვის სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა. „1+4 პროგრამით“ მოსარგებლე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა სახელმწიფო უწყებებში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, 1-დან 6 თვემდე სტაჟირება მათთვის საინტერესო მიმართულებით გაიარონ.

„წელს, ჩვენ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, 500-ზე მეტი სტუდენტის განაცხადი შეგვიძლია დავაკმაყოფილოთ. თითოეული ახალგაზრდისათვის ეს არის შესაძლებლობა განივითაროს პროფესიული უნარები პრაქტიკულ კონტექსტში. ასევე, გარკვეული ხიდია მის მომავალ კარიერულ წინსვლასთან, რადგან სხვადასხვა უწყებაში, პრაქტიკულ გარემოში, მიღებული გამოცდილება შეუცვლელია. სწორედ ამიტომ, ძალიან ბევრ ახალგაზრდას, რომელმაც სტაჟირების პროგრამა უკვე გაიარა, შესაძლებლობა მიეცა დასაქმებულიყვნენ, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სისტემაში. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. მათ მაღალი მოტივაცია გამოავლინეს და საკუთარი უნარ-ჩვევები ისე წარმოაჩინეს, რომ თავად ამ უწყებებს გაუჩნდათ ჩვენი სტუდენტების დასაქმების სურვილი“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის განკუთვნილ პროექტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს გაეროს ასოციაციასთან და საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროსთან ერთად ახორციელებს. მისი მიზანია ახალგაზრდების დასაქმების წახალისება, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.

განაცხადების მიღება 1 აპრილამდე გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს სტაჟირების შესახებ დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ფორმა შეუძლიათ იხილონ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]