weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქუთაისიდან ბათუმამდე ჩქაროსნული მატარებელი დაინიშნა

15:55 ორშაბათი, 03 ივლისი 2017

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, 1-ლი ივლისიდან ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებლის დამატებითი რეისი დაინიშნა. ე.წ. ჩქაროსნული მატარებლით მგზავრობის ღირებულება 6 ლარია. 5 წლამდე ასაკის ბავშვები მგზავრობის საფასურის გადახდისგან გათავისუფლებულები არიან.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ე.წ. ჩქაროსნული მატარებელი ქუთაისიდან 10:25 წუთზე გადის და ბათუმში 13:28 საათზეა. იგივე მატარებელი ბათუმიდან ქუთაისისკენ 23:25 საათზე ბრუნდება და დანიშნულების ადგილზე 02:20 საათზე ჩადის.

რაც შეეხება ელექტრომატარებელს, ის ქუთაისიდან 17:00 საათზე გადის და ბათუმში 21:00 საათზე ჩადის. მგზავრობის ღირებულება 2 ლარია.

ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ცვლილებები შეეხო თბილისი-ბათუმის მატარებელსაც. კერძოდ, 1 ივლისიდან გაიზარდა ბიზნეს და პირველი კლასით მგზავრობის ღირებულება. როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ „რეგინფოს“ განუცხადეს, ბიზნეს კლასის (VIP) ბილეთი 99 ლარი ღირს, ხოლო პირველი კლასი - 60 ლარი. ბიზნეს კლასის არასეზონური ფასი 35 ლარი იყო, პირველი კლასის კი 25 ლარი. ცვლილება არ შეხებია მეორე კლასით მგზავრობის საფასურს. როგორც შარშან, ისე წელს მეორე კლასის ბილეთის ღირებულება 24 ლარია.

ტურისტული სეზონი 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]