weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

წალკაში ტარიელ მიქელაძემ მგელი შიშველი ხელებით მოიგერია და 2 ქალი გადაარჩინა

21:33 ოთხშაბათი, 20 მარტი 2019
ფოტო: Jaba Khinikadze / Facebook ფოტო: Jaba Khinikadze / Facebook

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩრდილისუბანში მგელი ადგილობრივებს თავს დაესხა. მტაცებლის მოგერიება 24 წლის ტარიელ მიქელაძემ შეძლო, რომელიც მას შიშველი ხელებით შეებრძოლა.

შემთხვევა 19 მარტს, საღამოს მოხდა. ჩრდილისუბანი ტყესთან ახლოსაა და თეთრიწყაროს რაიონის საძოვრებს ესაზღვრება. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მგელი სწორედ იქიდან გადმოვიდა.

„ჩემი ინფორმაციით, საღამო ხანს ორი ქალბატონი სახლისკენ მიდიოდა. როდესაც ერთი შინ შევიდა, სახლის აივანზე მგელი დაესხა თავს. ყვირილზე მეორე ქალიც მივარდა. მგელმა ისიც დაკბინა. მათი გადარჩენა მეზობლად მცხოვრებმა ტარიელ მიქელაძემ შეძლო, რომელიც უიარაღოდ შეეჭიდა მგელს. საბოლოოდ, მტაცებელი მეზობლებმა ხელკეტებითა და ნაჯახით მოკლეს“, – უთხრა „რეგინფოს“ წალკის მერმა, ილია საბაძემ.

მისივე თქმით, ერთ-ერთ ქალს მგელმა ხელზე უკბინა, მეორეს კი ჭრილობა ყელის არეში აქვს. დაზიანებები მიიღო თავად ტარიელ მიქელაძემაც. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ილია საბაძის თქმით, ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მგელი ცოფიანი იყო, თუმცა ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]