weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

11:23 ხუთშაბათი, 21 მარტი 2019
ფოტო: WorldDSDay / Facebook ფოტო: WorldDSDay / Facebook

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დააწესა და დაუნის სინდრომის მქონე პირების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

2019 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის გზავნილია „არავინ დატოვო მიღმა“, რაც გულისხმობს გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში დაუნის სინდრომის მქონე ყველა ადამიანის თანაბარ შესაძლებლობას, იცხოვროს თანასწორ გარემოში, ჰქონდეს უწყვეტი პიროვნული განვითარების, განათლების ხელმისაწვდომობის, ჯანმრთელობის დაცვის, სამუშაო და საცხოვრებელი გარემოსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის თანაბარი შესაძლებლობები.

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოში გამოწვევაა დაუნის სინდრომის მქონე პირთა ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული მომსახურებების არარსებობა, მათი პიროვნული განვითარების ხელშეწყობა, ხარვეზები ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზების პროცესში.

„მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან გაგრძელდეს ზრუნვა დაუნის სინდრომის მქონე პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას ამ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების, უწყვეტი განათლების, დასაქმების, სოციალური და ჯანდაცვის მომსახურებებზე მისაწვდომობის თანაბარი შესაძლებლობები ღირსეულ და ჯანსაღ გარემოში“, – აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი.

5 ფაქტი დაუნის სინდრომის შესახებ

  • დაუნის სინდრომით ყოველი 800-დან ერთი ბავშვი იბადება
  • დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს
  • დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა
  • დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები
  • დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად – დაუნი არის მეცნიერის გვარი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი

როდესაც ვსაუბრობთ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებზე, სასურველია გაკეთდეს აქცენტი თავად პიროვნებაზე და არა დაუნის სინდრომზე; დაუშვებელია შემდეგი მიმართვის ფორმის გამოყენება საუბრისას: დაუნის სინდრომით დაავადებული, დაუნიზმით დაავადებული, დაუნი, სწორი ფორმაა: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი/პირი

ჭრელი წინდის ტრადიცი

„უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“ (Lot`s of Socks) მსოფლიოში 2013 წლიდან დამკვიდრდა და ქრომოსომასთან მსგავსების გამო 21 მარტის სიმბოლოდ იქცა. ფერადი წინდის ტარებით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას და ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები. ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვება.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]