როგორც „რეგინფოს“ შს სამინისტროში განუცხადეს, გაჩერებული მანქანიდან გადმოსულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მათივე ცნობით, დაზიანდა მხოლოდ ავტომობილი.
შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია, თუმცა სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.