weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გურჯაანის მერიაში აგრარული ბაზრის რეკონსტრუქციის საკითხი საჯაროდ განიხილეს

18:31 ხუთშაბათი, 21 მარტი 2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის ინიციატივით, აგრარული ბაზრის რეკონსტრუქციის თაობაზე საჯარო განხილვა მოეწყო. საკითხის განხილვას მერი, აგრარული ბაზრის დირექტორი, მოვაჭრეები, დაინტერესებული პირები და მერიის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თემის დეტალურად განსახილველად გურჯაანის აგრარული ბაზრის დირექტორს, ლამარა აკოფაშვილს ვესაუბრეთ.

– ქალბატონო ლამარა, რატომ გადაწყვიტეთ და როდის გეგმავთ ბაზრის რეკონსტრუქციას?

– დღეს, გურჯაანის აგრარული ბაზარი, როგორც სანიტარულ-ჰიგიენური, ასევე უსაფრთხოების მხრივ, საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია. ამიტომ გადავწყვიტეთ ახალი, ევროპული სტანდარტების და ყველა შესაბამისი ნორმის გათვალისწინებით, ბაზრის რეკონსტრუქცია დაგვეწყო. ამასთან დაკავშირებით მერიაში განცხადება უკვე შეტანილია და თანხმობის მიღების შემთხვევაში უახლოეს მომავალში დაიწყება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზრის მშენებლობა. პროცესი, კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით ხორციელდება და შესაბამისად, არცერთი კერძო მესაკუთრის უფლება არ იქნება დარღვეული.

– რა დროს მოიცავს რეაბილიტაციის პროცესი და ამ პერიოდის განმავლობაში, გახდება თუ არა ბაზარი უფუნქციო?

– ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენს ბაზარს სურსათის უვნებლობის სამსახურის შემოწმების ძალიან ბევრი აქტი აქვს, სადაც გარკვევით მინიშნებულია, რომ აგრარული ბაზარი ვერ აკმაყოფილებს შესაბამის ნორმებს. ამიტომ ჩვენს მთავარ მიზანს, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნა წარმოადგენს. რეაბილიტაციის პროცესი, მშენებლობის ნებართვის მიღებიდან, დაახლოებით 2 თვე გაგრძელდება. ეს იქნება სასურსათო ნორმების შესაბამისი თანამედროვე კონსტრუქციის მქონე ბაზარი და არანაირი სხვა ფუნქცია ამ შენობას არ ექნება. ამ ხნის განმავლობაში კი, მოვაჭრეები სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე შეძლებენ საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელებას. რაც შეეხება ბაზრის უფუნქციობას, აუცილებლად გამოიყოფა დროებითი ალტერნატიული ფართი, სადაც მოსახლეობა შეძლებს ვაჭრობას.

– ბაზრის მშენებლობის დასრულების შემდეგ, რა პირობები ექნებათ მოვაჭრეებს?

– ეს მნიშვნელოვანი კითხვაა და ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა ამ საკითხთან დაკავშირებით. პირობები არ შეიცვლება და ყველასთან გაგრძელდება თანამშრომლობა.

– ქალბატონო ლამარა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ თანამედროვე ბაზრის აშენების შემდეგ, მოვაჭრეებს არსებული გადასახადები არ გაეზრდებათ. როგორ დარეგულირდება აღნიშნული საკითხი?

– ზემოთაც აღვნიშნე, რომ ჩვენს მიზანს, ბაზარში, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და სტანდარტებთან შესაბამისობა წარმოადგენს, რაც არსებული მდგომარეობით შეუძლებელია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ რეკონსტრუქციის შემდეგ, მოვაჭრეები მიიღებენ სუფთა და კომფორტულ ფართს, არსებული ღირებულებითა და პირობებით.

– დიდი მადლობა საკითხზე ამომწურავი პასუხებისთვის. წარმატებებს გისურვებთ!

– მადლობა თქვენ. 

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]