2015 წლიდან სწორედ ვარკის ფონდი (Varkey Foundation) გასცემს მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს, ფინალისტები კი ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან.
ლადო აფხაზავა 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის მოხვდა. ამჟამად ის დუბაიში იმყოფება, სადაც განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმი მიმდინარეობს. მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული 24 მარტს გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.