გზების დეპარტამენიტის ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს თანახმად, დღეიდან 24 მარტის ჩათვლით დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 22-23 მარტს დაბლობსა და ბარში +8, +14 იქნება, ხოლო 24 მარტს +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში დღეს და ხვალ მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსის ფარგლებში იქნება. 24 მარტს გაწვიმდება და ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიკლებს.